ნიშატო • Nichateau Winery & More

Winery & More

ნიშატო

Winery & More
კერძი

ქართული ტრადიციების მიხედვით, ყოველი კერძი მიზანმიმართულად არის დაკავშირებული ღვინოსთან. ჩვენ კი გვაქვს ფუფუნება სტუმარს შევთავაზოთ მარანი, “სევსამორას” ბიო-ორგანული ღვინოებით

Grape • ყურძენი
ყურძენი • Grape

ყველა კერძს უხდება შესაფერისი ღვინო, “სევსამორა” კი გთავაზობთ უძველესი ჯიშების ღვინოებს, რომლებიც ერწყმის ჩვენს ტრადიციულ კერძებს.
ნიშატოს რესტორნის სტუმრობისას, თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ უამრავი ქართული ტრადიციული და ძირძველი კერძები: მესხური, სვანური, მეგრული, იმერული, აფხაზური და კერძები სხვა კუთხეებიდან.

მენიუ არის მრავალფეროვანი, უგემრიელესი კერძებითა და დესერტებით, რომელიც თქვენ გულს აუცილებლად მოიგებს

კერძი

მარნის უნიკალური ღვინოები

სევსამორას მიერ შექმნილი ღვინის ხაზი რომლის გემოც ყველა ნიშატოს სტუმარს ამახსოვრდება

ყურძენი • Grape

ნიშატოს სივრცეები

ვენახი
ეზო

ნიშატო თავის სტუმრებს, ქართული კერძებისა და
ღვინის გარდა, სთავაზობს ქართულ ქალაქურ სიმღერებს,
ცოცხალი შესრულებით.

ნიშატოს ლაუნჯი, სადაც შესაძლებელია, როგორც
საკონფერენციო მომსახურება, ასევე მშვიდ და მყუდრო გარემოში სხვადასხვა ღვინისა და კერძების დაგემოვნება.

ნიშატოს ორანჟერიის გარდა, აქვს ღია სივრცე – ტერასა “პელორი.” ამ სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ, ღია ცის ქვეშ დასვენება და ხედებით ტკბობა. ამავე სივრცეში შესაძლებელია ქორწილების და სხვა დიდი ღონისძიებების დაგეგმვა.

ნიშატოს ეზოში სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილია ეთნო კუთხე, სადაც მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში: პურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება.

მარანი “სევსამორა” გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ საინტერესო ღვინის ტურები და დეგუსტაციები, მივიღოთ მონაწილეობა რთველში დავენახშივე გავუმასპინძლდეთ სტუმრებს რთვლისთვის დამახასიათებელი „გლეხური“ სუფრით.

ვენახის მოვლას დიდი ყურადღება და შრომა უდევს საფუძვლად ისევე, როგორც ღვინის დაყენებას. ვენახები არის ბიოორგანულად სუფთა, რომელსაც გავლილი აქვს 3-წლიანი სერტიფიცირება და ნებისმიერი ოპერაცია რაც ხორციელდება ვენახში ბიოსტანდარტებით არის დაცული.