ნიშატოს ლაუნჯი, სადაც შესაძლებელია როგორც საკონფერენციო მომსახურება ასევე მშვიდ და მყუდრო გარემოში სხვადასხვა ღვინისა და კერძების დაგემოვნება.
ნიშატოს ორანჟერიის გარდა, აქვს ღია სივრცე – ტერასა “პელორი.” ამ სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ ღია ცის ქვეშ დასვენება და ხედებით ტკბობა. ამავე სივრცეში შესაძლებელია ქორწილების და სხვა დიდი ღონისძიებების დაგეგმვა.
“ნიშატოს” ეზოში სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილია ეთნო კუთხე, სადაც მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში: პურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება.
მარანი “სევსამორა” გვაძლევს საშუალებას ჩავატაროთ საინტერესო ღვინის ტურები და დეგუსტაციები, მივიღოთ მონაწილეობა რთველში და ვენახშივე გავუმასპინძლდეთ სტუმრებს რთვლისთვის დამახასიათებელი „გლეხური“ სუფრით.
თავისი ხასიათით და სისუფთავით. მარანს აქვს ღვინის საწარმოებლად 2 სივრცე: 1 არის კლასიკური მეღვინეობისთვის და მეორე მხოლოდ ბიოყურძნის გადასამუშავებლად განკუთვნილი.
ასევეა განაწილებულია დანადგარები, ცისტერნები და ქვევრები – კლასიკურისთვის ცალკე, ბიოორგანულისთვის ცალკე.
გამორჩეულია მარანი “სევსამორა” არამხოლოდ ბიო ტექნოლოგიით არამედ იმითაც, რომ ხელით ხდება ქვევრის დამუშავება, ხელით ხდება ღვინის ჩამოსხმა, ხელით ხდება მისი დასანთლვა, ანუ ბოთლის ყელის სუდგუჩში ამოვლება, ხელით ხდება ეტიკეტირება. ქვევრში ღვინოს მხოლოდ ხის მასალით ურევენ და არ იყენებენ მეტალის ელემენტებს, ვინაიდან ამასაც დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს ფერმენტაციის დროს, თუ რა სახის მოსარევ ჭურჭელს იყენებს მეღვინე.